skip to content
ახალი ამბები

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ახალი პრეზიდენტის არჩევით დასრულდა თბილისში

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე  ყოველწლიური სესია სამშაბათს თბილისში ასამბლეის ახალ პრეზიდენტად ავსტრიელი დეპუტატის კრისტინ მუტონენის არჩევით დასრულდა, რომელმაც მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიგი წერეთელი დაამარცხა.

წერეთლის კანდიდატურას, რომელსაც ევროპის სახალხო პარტია უჭერდა მხარს, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელიც სოციალ–დემოკრატიული პარტიის დეპუტატის კრისტინ მუტონენის კანდიდატურას უჭერდა მხარს.

მესამე კანდიდატი იყო ფრანგი დეპუტატი ალენ ნერი. ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ასარჩევად საკმარისი ხმები პირველ ტურში, სადაც მეორე ადგილზე გიგი წერეთელი გავიდა. მეორე ტურში კრისტინ მუტონენმა გაიმარჯვა 86 ხმით, ხოლო წერეთელმა 73 ხმა მიიღო.

მსგავსი/Related

Back to top button