ახალი ამბები

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს და უკრაინას 6–7 ივლისს ეწვევა, რის შემდეგაც ნატოს სამიტზე დასასწრებად ვარშავაში გაემგზავრება.

თბილისში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი 6 ივლისს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ „მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ოქტომბრის წარმატებულ არჩევნებს“, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ.  

შემდეგ კერი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას გაუწევს თანათავმჯდომარეობას და შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი უკრაინას 7 ივლისს ესტუმრება, რის შემდეგაც პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად ვარშავაში ჩავა, სადაც 8–9 ივლისს ნატოს სამიტი იმართება.

მსგავსი/Related

Back to top button