ახალი ამბები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერი, რომლის ქვეყანაც ეუთოს თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, 29 ივნისს სამდღიან ვიზიტს იწყებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. 

სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტების შემდეგ, შტაინმაიერი თბილისში ჩამოვა, სადაც 1 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე გამოვა სიტყვით.

თბილისში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება.

ტურნეში გამგზავრებამდე შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ევროპაში  დიდი მღელვარების მიუხედავად, სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება ყურაღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს“, – ნათქვამია ეუთოს პრეს–რელიზში შტაინმაიერის სიტყვებზე დაყრდნობით, „როგორც ეუთოს თავმჯდომარეს, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ რაც შეიძლება მეტად შევზღუდოთ ეს რისკი“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარება ეუთოს დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემად უნდა დარჩეს.

მსგავსი/Related

Back to top button