ახალი ამბები

სომხეთში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და შვედეთში ახალი ელჩები დაინიშნენ

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 20 ივნისს საქართველოს ახალი ელჩები დანიშნა სომხეთში, ეგვიპტეში, ინდოეთსა და შვედეთში.

გიორგი საგანელიძემ, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს დესპანი იყო სომხეთში, ელჩის თანამდებობაზე თენგიზ შარმანაშვილი შეცვალა.

ალექსანდრე ნარბანდოვი, რომელიც 2010 წლის ბოლომდე ორი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და რომელიც 2011 წლიდან საქართველოს ელჩი იყო სლოვაკეთში, ეგვიპტეში დაინიშნა ელჩად.

ნალბანდოვმა ეგვიპტეში არჩილ ძულიაშვილი შეცვალა; ეს უკანასკნელი საქართველოს ელჩად დაინიშნა ინდოეთში.

მალხაზ კაკაბაძე, რომელიც 90–იან წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, საქართველოს ელჩად დაინიშნა შვედეთში, სადაც საქართველოს საელჩო ფინეთსაც მოიცავს. კაკაბაძე საქართველოს ელჩი იყო რუსეთში 1998–2000 წლებში, ხოლო შემდეგ, 2004 წლამდე განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი იყო აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში.

მსგავსი/Related

Back to top button