skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 15 ივნისს ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.

გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას და ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებს განიხილავენ.  

პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერს 6 ივნისს ტელეფონით ესაუბრა იმ ფონზე გაიმართა, როდესაც გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლაზე თანხმობის მიცემისგან თავს იკავებს.

მსგავსი/Related

Back to top button