skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე საკომიტეტო მოსმენა მომავალ კვირას გაიმართება

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში ვიზების გაუქმების თაობაზე 21 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე განიხილავს.

ევროკომისიამ ოფიციალური წინადადება მოკლევადიანი ვიზების გაუქმების თაობაზე 9 მარტს წარადგინა. იმისთვის, რომ ეს რეგულაციები ძალაში შევიდეს, ის ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

„ვფიქრობ, შეთანხმება მომდევნო თვეებში შედგება… ჩვენ წინ წავიწევთ ამ საკითხთან დაკავშირებით და შესრულდება პირობა, რომ მიმდინარე წელს, შესაძლოა ზაფხულის არდადეგებამდე, უკვე გვექნება ამაზე გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარემ, ელმარ ბროკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან სტრასბურგში მიმდინარე კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრებთან მისი შეხვედრების მიზანია საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე „გადაწყვეტილების დაჩქარება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button