skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური საქართველოს სტუმრობს

აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი 22-23 მარტს საქართველოს სტუმრობს.

გენერალ ბრიდლავს, რომელიც ასევე ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, სამშაბათს საღამოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტმა გენერალი ბრიდლავი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა „ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.

23 მარტს გენერალი ბრიდლავი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button