skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკოსებს და ჟურნალისტს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით ემუქრებიან

რამდენიმე პოლიტიკოსს, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე ჟურნალისტს მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებით დაემუქრნენ.

მუქარა YouTube-ზე ანონიმური პირის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ახლდა, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები იყო ასახული. მუქარის ტექსტი სამ პოლიტიკოსს, მათ შორის ერთ ოპოზიციონერს, და ასევე ჟურნალისტს მოუწოდებდა, რომ 31 მარტამდე უარი ეთქვათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებას მათაც პირდებოდა. 

მუქარამდე რამდენიმე დღით ადრე, 11 მარტს, YouTube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციური პოლიტიკოსი, ფიგურირებდა. 

14 მარტს YouTube-ზე წვდომა საქართველოს ორ ძირითად ინტერნეტ პროვაიდერზე  – სილქნეტსა და კავკასუს ონლაინზე დაიბლოკა, რამაც გააჩინა ვარაუდები, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ხელისუფლების ჩარევა ყოფილიყო, რათა ახალ ვიდეოზე წვდომა შეზღუდულიყო. სილქნეტმა გათიშვის მიზეზად „ტექნიკური პრობლემა“ დაასახელა, კავკასუს ონლაინისგან კომენტარის დაუყოვნებლივ მიღება ვერ მოხერხდა.  

როგორც სილქნეტზე, ისე კავკასუს ონლაინზე YouTube-ზე წვდომა 13:20 საათისთვის უკვე აღდგენილი იყო. ამ დროისთვის YouTube-ზე ატვირთული ახალი ვიდეო უკვე წაშლილი იყო.

მსგავსი/Related

Back to top button