skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ხუთშაბათს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23.1%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 49.1%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 268 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 594 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 191 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა  – 129 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 91 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 90 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა – 66 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 61 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება – 48 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 43 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა – 29 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2015 წელს აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 542 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში დარეგისტრირებული  კომპანიები – 198 მლნ, 111 მლნ და 87 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად; თურქეთი – 77 მლნ აშშ დოლარით;  ჩინეთი – 58 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 49 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 35 მლნ აშშ დოლარით.

ყოველ აგვისტოს, როდესაც „საქსტატი“ საბოლოო მონაცემებს აქვეყნებს, წინა წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები, როგორც წესი, იცვლება ხოლმე, ზოგჯერ მნიშვნელოვნად.

მსგავსი/Related

Back to top button