skip to content
ახალი ამბები

რუსეთის პრეზიდენტი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18 თებერვალს მოსკოვში სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდა და რუსულ-აფხაზური ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა, იტყობინება კრემლი.

„არ ვილაპარაკებ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათზე, ისინი ვითარდება. თუმცა ალბათ არის საკითხები, რომლებიც ცალკე განხილვას საჭიროებს“, – განუცხადა პუტინმა ხაჯიმბას შეხვედრის დაწყებისას.

„პრაქტუკული ურთიერთქმედება ყველა მიმართულებით ვითარდება: ეკონომიკის სფეროში, უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ურთიერთობების მოცულობა საკმაოდ დიდია, მხედველობაში მაქვს მისი მრავალმხრივი ხასიათი“, – განაცხადა მან.

თავის შესავალ სიტყვაში, ხაჯიმბამ, რომელიც ბოლოს პუტინს გასული წლის მაისში შეხვდა, განაცხადა: „უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ მნიშნელოვანი რაოდენობის ცვლილებები განხორციელდა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, ხელი მოეწერა რიგ სექტორალურ შეთანხმებებს მთავარი ხელშეკრულების გასავითარებლად. არსებობს საკითხები, რომელიც წყდება უსაფრთხოების თემაზე, ეკონომიკის საკითხები, სოციალური ხასიათის საკითხები“.

„ვფიქრობ, რომ ეს განვითარება უნდა იყოს ინტენსიური და ის შემდგომ გამყარებას მიიღებს“, – დასძინა მან.

 

მსგავსი/Related

Back to top button