skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი წლის ბოლოს ევროობლიგაციების გამოშვებას არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად, შესაძლოა, წლის ბოლოს ევროობლიგაციები გამოუშვას.

“ვერ ვიწინასწარმეტყველებ დაგვჭირდება თუ არა ევროობლიგაციების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების დასაჩქარებლად საჭირო გახდა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, მათ შორის ევროობლიგაციების გზით, მაშინ, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაკეთებთ, ალბათ წლის ბოლოს“, – განუცხადა კვირიკაშვილმა "როიტერს“.

საქართველოს მთავრობამ 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 5-წლიანი ევროობლიგაციები პირველად 2008 წლის აპრილში განათავსა.

2011 წლის აპრილში მთავრობამ 10-წლიანი, 500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, საიდანაც, დაახლოებით, 417 მილიონი აშშ დოლარი 2008 წლის ევროობლიგაციების გამოსყიდვას მოხმარდა.

მსგავსი/Related

Back to top button