skip to content
ახალი ამბები

პარლამენტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა

პარლამენტის პლენარული სხდომა 5 თებერვალს ჩაიშალა, რადგან მუშაობის დასაწყებად საჭირო სულ ცოტა 76 დეპუტატის კვორუმი არ შეგროვდა.

პირველ მცდელობაზე რეგისტრაცია 75 დეპუტატმა, მეორეზე – 68-მა,  მესამეზე კი 71-მა გაიარა.

სხდომის წამყვანმა, ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ სხდომათა დარბაზში ფაქტობრივი კვორუმი იყო, ცალკეულმა დეპუტატებმა ოპოზიციიდან რეგისტაცია არ გაიარეს, რის გამოც მან ვერ გახსნილი სხდომის დასრულება გადაწყვიტა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა სხდომის ჩაშლაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობას დააკისრეს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიმდინარე კვირაში გაიხსნა და პირველ სხდომაზე დეპუტატებმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოუსმინეს. დღეს კი მეორე სხდომა უნდა გამართულიყო, რომლის დროსაც დეპუტატებს სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა განეხილათ. 

მსგავსი/Related

Back to top button