skip to content
ახალი ამბები

წლიურმა ინფლაციამ იანვარში 5.6% შეადგინა

"საქსტატის“ მონაცემების თანახმად, იანვარში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა დეკემბერში დაფიქსირებული 4.9%-დან.

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 0.9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

სურსათზე ფასები იანვარში წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5.1%–ით გაიზარდა, ხოლო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტის ჯგუფში ფასებმა 7.3%–ით იმატა.

ფასები ჯანდაცვის ჯგუფში იანვარში 11%–ით გაიზარდა, რაც ძირითადად სამედიცინო პროდუქციაზე და მოწყობილობებზე ფასების 22.6%–იანმა ზრდამ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ფასების 11.2%–იანმა მატებამ განაპირობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფში ფასები იანვარში 10.4%-ით, ხოლო საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის, აირის და სათბობის ჯგუფზე 8.4%–ით გაიზარდა. სასტუმროების და რესტორნების ჯგუფზე იანვარში წლიურმა ინფლაციამ კი 6.5% შეადგინა.

წლიური ინფლაციის დონე 1.6%-ით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფში, რაც საწვავზე ფასების 7.5%-იანმა კლებამ განაპირობა წინა წლის იანვართან შედარებით.

მსგავსი/Related

Back to top button