skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარდგება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 3 თებერვალს წარდგება.

ეს გიორგი მარგველაშვილის მესამე მოხსნება იქნება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

მის წინა ორ მიმართვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია, რაც ოპონენტების მხრიდან ამ პროცესის უპატივცემულობად ფასდებოდა.

1 თებერვალს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობის ახალი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ოთხშაბათს ქუთაისის პარლამენტში პრეზიდენტის დაგეგმილ გამოსვლას  დაესწრება.

„პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში,  „პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია, ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button