skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს მშპ–ის ზრდამ 2.8% შეადგინა

საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2.8%-ით გაიზარდა, რაც 2014 წელს არსებული 4.6%-თან შედარებით ნაკლებია და 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს „საქსტატის“ მიერ 29 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა დეკემბერში,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.3% შეადგინა და ბოლო კვარტალში მშპ-ის 2.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც მესამე კვარტალში ეკონომიკა 2.5%-ით გაიზარდა.

2015 წელს მთავრობა თავდაპირველად 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა ივლისში ამ მაჩვენებლის 2%-მდე შემცირება მოუწია.

2016 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3%-ზეა გათვლილი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) ასევე 3%-იან ზრდას ელის წელს საქართველოს ეკონომიკაში, თუმცა სსფ–მა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ეს პროგნოზი შესაძლოა კლების რისკებს შეიცავდეს, ძირითადად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button