skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ავღანეთს სტუმრობს, სადაც ის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ხვდება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს.

საქართველო 870 სამხედრო მოსამსახურით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში. ქართველი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ბაზაზე ქაბულში, ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.

ქართველი სამხედროების მოვალეობები უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული.

13 იანვარს ხიდაშელი ქაბულში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ქართველ სამხედროებს და მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ ტიმ რედფორდს შეხვდა.

მსგავსი/Related

Back to top button