ახალი ამბები

მარგველაშვილმა ფიქრია ჩიხრაძე თავის პოლიტიკურ მრჩევლად დანიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფიქრია ჩიხრაძე ოპოზიციური ახალი მემარჯვენეების პარტიიდან პოლიტიკურ მრჩევლად დანიშნა.

ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც სტაჟიანი პოლიტიკოსი და ყოფილი დეპუტატია, განაცხადა, რომ ის გადადგა  ახალი მემარჯვენეების პარტიის თავმჯდომარეობიდან და პრეზიდენტის მრჩევლის რანგში „ვაჩერებ ყველანაირ პოლიტიკურ–პარტიულ მოღვაწეობას“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას ფიქრია ჩიხრაძესთან საერთო ღირებულებები აქვს და ის "ძალიან კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანია".  

„ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომ მიმეღო პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება, გავმხდარიყავი პოლიტიკური მრჩეველი პრეზიდენტის ინსტიტუტში, განაპირობა იმანაც, რომ მე ვფიქრობ და მარტო მე არ ვფიქრობ ასე საქართველოში, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ხელისუფლებაში ერთ–ერთი, თუ ერთადერთი არა, ადამიანი, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების კუთხით დგამს ძალიან გამიზნულ და შთამბეჭდავ ნაბიჯებს“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button