skip to content
ახალი ამბები

აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა კიდევ გადაიდო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად 4-5 მარტს იგეგმებოდა პრაღაში, ხოლო შემდეგ 14 მარტისთვის გადაიწია, კიდევ გადაიდო, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

ეს გადაწყვეტილება ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა 11 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიიღეს, რომლის ფარგლებშიც მხარეები შეხვედრის „უახლოეს რამდენიმე კვირაში“ გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ; შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

„საუბრის დროს დადასტურდა ქართულ–რუსული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა“, – აცხადებს პრემიერის პრესსამსახური.

დიალოგის ეს ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელთაც დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვთ, 2012 წლის დეკემბერში დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

მსგავსი/Related

Back to top button