skip to content
ახალი ამბები

PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები ქვეყნის მონიტორინგის ფარგლებში 13–15 იანვარს საქართველოს სტუმრობენ.

ორი თანამომხსენებელი, მაიკლ იენსენი  დანიიდან და ბორის სილევიჩი ლატვიიდან შეხვედრებს გამართავენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან; პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან; ასევე საგარეო საქმეთა მინისტრთან, იუსტიციის მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან, და საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორთან გიორგი ბარათაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციების, სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან.

PACE–ს პრეს–რელიზის თანახმად, საუბარი შეეხება არჩევნების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, საკონსტიტუციო რეფორმას, სასამართლო სისტემის რეფორმას, საკუთრების უფლებების დარღვევების შესახებ არსებულ ბრალდებებს, ზეწოლას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე და ოპოზიციურ აქტივისტებზე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოებას და უმცირესობის საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button