![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
ახალი ამბები
წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 0.6% შეადგინა
„საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6% შეადგინა.
2013 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა.
ფასები თამბაქოზე და საცხოვრებელზე ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8%–ით და 3.4%–ით გაიზარდა, შესაბამისად. ტანსაცმელსა და ტრანსპორტზე ფასები 5.4%–ით და 3.2%–ით შემცირდა, შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)