ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა ექვსჯერ მცირდება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, სხვა საკითხებთან ერთად ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 90 დღიდან 15 დღემდე შემცირებას ითვალისწინებს.
ადმინისტრაციული პატიმრობის ექვსჯერ შემცირების თაობაზე ინიციატივა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ 19 სექტემბერს იურიდიული კომიტეტის მოსმენაზე წარადგინა. ცვლილებებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.
ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 90 დღემდე 2009 წლის ივლისში გაიზარდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, რომელიც მიტინგების წესების გამკაცრებას ითვალისწინებდა. მანამდე ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 დღე იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)