Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ბაქრაძის გარშემო ‘დარაზმვისკენ’ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 1 აგვისტოს, რომ ნაციონალურ მოძრაობას „ძალიან კარგი“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ყავს, რომელსაც „ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“.

„ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა დავირაზმოთ ჩვენ საერთო კანდიდატის გარშემო იმიტომ, რომ ეს არის ის თემა, რომელზეც ძალიან ბევრწილად იქნება დამოკიდებული საქართველოს შემდგომი წლების განვითარება. ძალიან კარგი კანდიდატი გვყავს და მას სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე გააკეთა; შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის მერი გიგი უგულავა.

დავით ბაქრაძე პრაიმერის გზით ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში პირველი დემოკრატიული პრაიმერის“ ჩატარებამ „ჩვენი პოლიტიკური კულტურის ზრდას“ შეუწყო ხელი.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button