skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა მუშაობა ევაკუაციის გამო შეწყვიტა

პარლამენტმა 26 ივლისს დღის მეორე ნახევარში შეწყვიტა მუშაობა და შენობაში ევაკუაცია გამოაცხადა იმ ანონიმური ზარის გამო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ატყობინებდა სამართალდამცავ ორგანოებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და რაიმე აფეთქების შანსი სამართალდამცავთა შეფასებით მინიმალურია, თუმცა მცირედი რისკის თავიდან ასაცილებლად, დეპუტატებისა და თანამშრომლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული. სამართალდამცავები პარლამენტის შენობას ამოწმებენ.

უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი იძულებით შეწყვეტილ პლენარულ სხდომას შაბათს გააგრძელებს დღის წესრიგში დარჩენილი საკითხების მისაღებად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button