skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს 16 მლნ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს 16 მლნ ევროს ოდენობით დახმარებას გამოუყოფს, რომელიც მიმართული იქნება საქართველოში საზღვრის მართვისა და მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა შემდგომ განვითარებაზე.

საფინანსო შეთანხმებას 11 ივლისს ბათუმში ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მოაწერეს ხელი.

ფინანსური დახმარებას ევროკავშირი საქართველოს გადასცემს „მეტი მეტისათვის“ ინიციტივის ფარგლებში, რომელიც დამატებითი რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს იმ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებმაც რეფორმების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამ მექანიზმის ფარგლებში, გასულ წელს საქართველომ 22 მილიონი ევრო მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button