Placeholder canvas
ახალი ამბები

მართლმადიდებელმა აქტივისტებმა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია ჩაშალეს

პოლიციამ ვერ შეძლო ათასობით მართლმადიდებელი აქტივისტის შეჩერება, რომელთაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და იმ ადგილისკენ დაიძრნენ, სადაც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აქციის გამართვა იგეგმებოდა.

ლგბტ აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის ყოფილი შენობის წინ დაგეგმილი აქციის ადგილის შეცვლა მოუწიათ მას შემდეგ, რაც შენობის წინ მდებარე ტერიტორია მართლმადიდებელი აქტივისტებით და სასულიერო პირებით გაივსო.

მათ თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარე ტერიტორია შეარჩიეს აქციის ალტერნატიულ ადგილად.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული, რომელთაც ჯებირები აღმართეს, რათა მართლმადიდებელი აქტივისტებისთვის ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლის საშუალება არ მიეცათ, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა მართლმადიდებელი აქტივისტების დიდი რაოდენობის შესაკავებლად, რომელთაც თავისუფლების მოედნისკენ მაინც გაიკვლიეს გზა.

მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელმა აქტივისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, პოლიციამ რამდენიმე ავტობუსი მიიყვანა აქციის ადგილას, რათა იქიდან ლგბტ აქციის მონაწილეების ევაკუაცია განეხორციელებინა.

ერთ–ერთ ავტობუსს, რომელსაც აქციის მონაწილეები გადაჰყავდა, მართლმადიდებელი აქტივისტები თავს დაესხნენ და ფანჯრები ჩაუმტვრიეს; ასევე ადგილი ჰქონდა ქვების სროლას, რომლის დროსაც რამოდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ჟურნალისტი და პოლიციელი, დაშავდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button