Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური: სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრა ორშაბათს გაიმართება

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ორშაბათს 15:00 საათზე შეხვდება, განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურმა კვირას საღამოს.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართება, სადაც ასევე განთავსებულია პრემიერ–მინისტრის რეზიდენცია, ეროვნული უშიშროების საბჭო და რამდენიმე სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამავე შენობაშია განთავსებული პრეზიდენტის რეზიდენცია, რომელიც სააკაშვილს არ გამოუყენებია მას შემდეგ, რაც 2009 წელს ახლადაშენებულ სასახლეში გადავიდა. სააკაშვილის და ივანიშვილის შეხვედრა სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგება.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილი და ივანიშვილი პირველად ერთმანეთს 9 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. მოგვიანებით იანვარში ისინი ერთმანეთს ძველით ახალი წლის შესახვედრად საპატრიარქოში გამართულ წვეულებაზე შეხვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button