ახალი ამბები

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქცია დასრულდა

ეროვნული ბიბლიოთეკის წინ შეკრებილი მომიტინგეები დაიშალნენ მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართვის გაკეთება რეზიდენციიდან გადაწყვიტა.

მიმართვა, რომელიც თავდაპირველად 18:00 საათზე იგეგმებოდა, ორი საათით გადაიდო ეროვნული ბიბლიოთეკის წინ არსებული დაპირისპირების ფონზე, რომლის დროსაც მომიტინგეებმა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე დეპუტატს და თბილისის მერს გიგი უგულავას შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შესასვლელთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ადგილზე მივიდა, განაცხადა, რომ პოლიციამ უსაფრთხოების დერეფანი უზრუნველყო პრეზიდენტის გამოსვლაზე დასასწრებად მისული სტუმრებისთვის, თუმცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაწყვიტეს, რომ იმ ადგილიდან მისულიყვნენ შენობაში, სადაც მომიტინგეები იყვნენ მობილიზებული. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button