ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს თანამდებობიდან პარლამენტი გაათავისუფლებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე საქართველოს პარლამენტი შეუწყვეტს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 28 დეკემბერს დაამტკიცა.

უზენაესი სასამართლოს წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებსაც.

დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“ განაცხადეს, რომ სამართლიანი იქნება თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ისევ მისი დამნიშნავი ორგანო – პარლამენტი გაათავისუფლებს. ამ ინიციატივას დაეთანხმნენ ასევე დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან.

საერთო სასამართლოების მოსამართლეების გათავისუფლების უფლებამოსილება კვლავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დარჩება, რომლის რეფორმირებასაც მიმდინარე საკანონმდებლო განხილვების ფარგლებში ასევე გეგმავს პარლამენტი.

 

მსგავსი/Related

Back to top button