ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘მთავრობა ასხივებს არასტაბილურობას და ქაოსის სიგნალებს’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 26 დეკემბერს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები სხვადასხვა რეგიონებში ზეწოლის და შეტევის ქვეშ იმყოფებიან „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან, რომელთაც მთავრობა და „პირადად“ პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უწევენ კოორდინაციას.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ათზე მეტი გამგებელი გადადგა, ხოლო სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი საკრებულოების და გამგეობების თავმჯდომარეობის გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართებოდა. ერთ–ერთი ასეთი დაპირისპირების კერა მარტვილიც გახდა, სადაც ნოემბრის ბოლოს მომიტინგეები ადგილობრივი საკრებულოს შენობაში შეიჭრნენ; შენობა მომიტინგეებს, დაახლოებით, სამი კვირა ჰქონდათ ბლოკირებული და ოფიციალურ პირებს თავიანთ კაბინეტებში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ; პოლიცია არ ჩარეულა. საპროტესტო აქციები მარტვილში მიმდინარე კვირას განახლდა.

სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მარტვილის გამგებელი მამუკა დანელია და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ გოროზია მიიღო. ეს უკანასკნელი სამეგრელოს რეგიონის გუბერნატორის ზაზა გოროზიას ძმაა. პრეზიდენტმა უთხრა, რომ მათ არ გადადგნენ და დასძინა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები ოთხი წლის ვადით აირჩიეს 2010 წელს და ისინი 2014 წელს მათი ვადის ამოწურვამდე უნდა დარჩნენ.

„რა თქმა უნდა, სიტუაცია სრულიად არანორმალურია“, – განაცხადა სააკაშვილმა, აქართველოს მთავრობა დღეს ასხივებს არასტაბილურობას და ქაოსის სიგნალებს იძლევა“.

თუ ამგვარი ვითარება გაგრძელდება, განაცხადა მან, „ეს საბოლოო ჯამში საქართველოს შეიყვანს პროვინციული დიქტატურის სიტუაციაში და შექმნის ქაოსს და არეულობას“.   

„ეს საქართველოს დაწევს 10–15 წლით უკან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იგი მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა შექმნას საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

„თუ უსუფაშვილი სერიოზულად ფიქრობს, რომ მზად არის შეაჩეროს უკანონობა, ჩვენ მზად ვართ ვიყოთ მისი პარტნიორები ამაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button