ახალი ამბები

სააკაშვილმა 1 მლნ ლარი გამოყო „სამოქალაქო სექტორის და თავისუფალი მედიის განვითარებისთვის“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 მილიონი ლარი გამოყო თავისი სარეზერვო ფონდიდან, როგორც მის 17 დეკემბრის ბრძანებულებაშია ნათქვამი, „სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით“.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 1 მილიონი ლარი გრანტების სახით განაწილდება იმ პროგრამებს შორის, რომელთაც საკონკურსო კომისია შეარჩევს. კომისიის წევრები არიან პრეზიდენტ სააკაშვილის ხუთი მრჩეველი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, რომელიც კომისიას თავმჯდომარეობს, და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია.

მას შემდეგ რაც პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებმა 18 დეკემბერს ამ ინიციატივის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა რომ სააკაშვილის თავისუფალი მედიის დამცველად გახდომა "ანეკდოტურია".

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button