ახალი ამბები

სააკაშვილი ბრიუსელს ეწვევა

პრეზიდენტი სააკაშვილი 13-14 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა, იტყობინება მისი პრესსამსახური.

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასევე გეგმავს ბრიუსელში ვიზიტს 12–14 ნოემბერს, სადაც შეხვდება ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბრიუსელში „ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს“.

ბელგიაში გამგზავრებამდე, მიხეილ სააკაშვილი პრაღაში 12 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიას სიტყვით მიმართავს, სადაც დაგეგმილია მისი „პირისპირ“ შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button