ახალი ამბები

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

22 წლის კაპრალი მინდია აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს "საბრძოლო ამოცანის შესრულებისას გარდაიცვალა", იტყობინება თავდაცვის სამინისტრო 12 ოქტომბერს.

კაპრალი მინდია აბაშიძე, რომელიც შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა, სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. იგი ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010 – 2011 წლებშიც მონაწილეობდა.

საქართველომ უკვე მე–18 სამხედრო დაკარგა მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ISAF-ის მისიას შეუერთდა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც 12 ოქტომბერს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ალიანსის სახელით მადლიერება გამოხატა ავღანეთის ოპერაციის მიმართ საქართველოს ურყევი ერთგულების გამო.

This post is also available in: English Русский

Back to top button