ახალი ამბები

ცესკოს პირველი წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 51.6%–ით ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ 51.6%–ით ლიდერობს, მას ხმების 43.85%–ით მოჰყვება ნაციონალური მოძრაობა 198 უბნის შედეგების მიხედვით, რაც უბნების საერთო რაოდენობის 5.26%–ს შეადგენს.

ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას, ამ მონაცემებით ხმების 2% აქვს მიღებული; ხოლო ლეიბორისტულ პარტიას 1.05%. დანარჩენი პარტიებს 1%–ზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების პირველი მონაცემები 2 ოქტომბერს, დაახლოებით, ღამის 4 საათზე გამოაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, მონაცემების გამოქვეყნების დაგვიანება ვებ–გვერდზე განხორციელებული ე.წ. DoS (denial-of-service) შეტევის გამო მოხდა.

„ძალიან ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენს სერვერებზე, რამაც გამოიწვია მცირეოდენი შეფერხება ინტერნეტით ჩვენი შედეგების გამოტანაში“, – განაცხადა მან, თუმცა ისიც დასძინა, რომ „ასეთი სცენარისთვისაც ვიყავით მზად“.

მისი თქმით, ვებ–გვერდზე საარჩევნო ოქმების ატვირთვა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button