ახალი ამბები

პატიმრების წამების წინააღმდეგ სტუდენტების აქცია გრძელდება


მომიტინგეებს საქართველოს უზარმაზარი სახელმწიფო დროშა უკავიათ, 20 სექტემბერი. 

უკვე მეორე დღეა ათასობით მომიტინგე, ძირითადად სტუდენტები, გამოდიან ქუჩებში, რათა დაგმონ პატიმრების წამება და ცუდი მოპყრობა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვონ.

მომიტინგეები, რომლებიც თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ, პროკურატურისკენ დაიძრნენ.

საქართველოში ბოლო წლების მანძილზე უმსხვილესი სტუდენტური აქციის ბევრი მონაწილე შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას ითხოვს. ახალაია 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა და სავარაუდოდ, ის არაფორმალურად დღემდე კურირებს მას.

იმისთვის, რომ აქცია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყოს გაიგივებული, მონაწილეებს მოუწოდეს, რომ არც ერთი პარტიის დროშა არ დაიკავონ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button