
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება პატიმართა მიმართ დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პატიმართა მიმართ დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებით სიღრმისეული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა.
„ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნეს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე“, – ნათქვამია 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფრხვრისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.
This post is also available in: English Русский