აშშ–ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა
ელჩი რიჩარდ ნორლანდი (მარცხნივ) და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე (მარჯვნივ), 5 სექტემბერი. აშშ–ის საელჩოს ფოტო.
რიჩარდ ნორლანდი, რომელიც სენატმა საქართველოში აშშ–ის ახალ ელჩად მარტში დაამტკიცა, თბილისში 5 სექტემბერს ჩამოვიდა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
დიპლომატიურ სამსახურში 32 წლის სტაჟის მქონე რიჩარდ ნორლანდი 90–იანი წლების დასაწყისში ხანმოკლე დროით საქართველოშიც მსახურობდა აშშ–ის წარმომადგენლის და საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში.
2007–2010 წლებში უზბეკეთში ელჩობამდე, ნორლანდი ორი წლის მანძილზე ქაბულში აშშ–ის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
ნორლანდი ვაშინგტონის ეროვნულ სამხედრო კოლეჯში საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩევლის და ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ის თებერვალში აშშ–ის მეშვიდე ელჩად დაასახელა საქართველოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)