skip to content
ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ კახეთის რამდენიმე რაიონი დააზარალა

ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გუშინ საღამოს კახეთის რეგიონის რამდენიმე რაიონი დააზარალა.

გურჯაანის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ასზე მეტი სახლის სახურავები დაზიანდა; ამას გარდა, ქარმა გურჯაანში ათამდე საცხოვრებელ კორპუსს გადახადა სახურავები. სეტყვამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიც გაანადგურა.

ძლიერმა ქარმა ელექტროსადენებიც დააზიანა, რის შედეგადაც, დაახლოებით, 37 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საინჟინრო ბატალიონი გაგზავნა სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოების საწარმოებლად. 
 
პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა, დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას დაპირდა.

ძლიერმა ქარმა და წვიმამ გუშინ რუსთავში რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავები გადახადა და ქუჩები დატბორა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მარნეულის რაიონის სამ სოფელში და ასევე ქვემო ქართლის რეგიონში სეტყვამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები გაანადგურა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button