skip to content
ახალი ამბები

სოხუმის ცნობით, შეტაკებისას ქართველი „დივერსანტი“ იქნა მოკლული

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გალის რაიონში აფხაზ სამართალდამცავებთან შეტაკების დროს „ქართული დივერსიული ჯგუფის წევრი“ იქნა მოკლული, იტყობინება „აფსნიპრესი“ 15 აგვისტოს. 

ამავე ინფორმაციით, ინციდენტი 13 აგვისტოს სოფელ პრიმორსკის (გუდავა) მახლობლად მოხდა, როდესაც სეპარატისტული რეგიონის უშიშროების სამსახური „ქართული დივერსიული ჯგუფის წევრის დაკავების ოპერაციას ატარებდა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსიულ–ტერორისტული აქტის განსახორციელებლად იმყოფებოდა“.  სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების თქმით, მამაკაცმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია, რის შედეგადაც ის საპასუხო ცეცხლით იქნა ლიკვიდირებული.  

„აფსნიპრესი“ ასევე იტყობინება, რომ იმავე ოპერაციის ფარგლებში სოფელ პრიმორსკის სამი მკვიდრი იქნა დაკავებული. სამივე მათგანი „ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირშია ეჭვმიტანილი“. 

იმავდროულად, 15 აგვისტოს ქართული წყაროები იტყობინებიან, რომ გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებიდან ცხრა წლის ბიჭი გაიტაცეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button