
ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიის ქონება აუქციონზე გაიყიდა
სახელმწიფოს მიერ შპს „ბურჯის“ დაყადაღებული ქონება ონლაინ აუქციონზე დაახლოებით 8.76 მილიონ ლარად გაიყიდა.
იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 26 ივლისს გაიტანა მას შემდეგ, რაც კომპანიამ პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის მოტივით მასზე დაკისრებული 11 მილიონიანი ჯარიმა ვერ გადაიხადა.
აუქციონზე გატანილი ქონება შეიცავდა უძრავ ქონებას თბილისსა და საჩხერეში, რომლის საერთო ფართიც 36 000 კვდრატულ მეტრს შეადგენს და სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებს, მათ შორის მსუბუქ ავტომობილებს, მიკროავტობუსებს და სატვირთო მანქანებს, ასევე ბულდოზერებს და ტრაქტორებს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად, აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასი იყო 5 153 831,5 ლარი, საბაზრო ღირებულების 50%.
ხუთშაბათს საღამოს აუქციონის დასრულებამდე ორი მონაწილის მიერ განხორციელებული ბიჯების რაოდენობამ 30 შეადგინა.
აუქციონის ორი მონაწილე იდენტიფიცირებული იყო როგორც „მომხმარებელი № 1“ და „მომხმარებელი №2“. საბოლოოდ, აუქციონის დახურვამდე დაახლოებით ოთხი წუთით ადრე ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა, რომელიც 8 761 513 ლარს გადაიხდის შპს „ბურჯის“ ქონებაში.
მართალია ონლაინ აუქციონის სისტემა ბიჯების განხორციელებაზე თვალყურის დევნების საშუალებას იძლება, მონაწილის დადგენა შეუძლებელია.
This post is also available in: English Русский