skip to content
ახალი ამბები

ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური თბილისს სტუმრობს

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი 17 ივლისს თბილისში ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავს, იტყობინება აშშ–ის საელჩო თბილისში.

მისი თქმით, აშშ–ის არმიის მეთაური განიხილავს საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნების  საკითხებს და „აგრეთვე  მადლობას გადაუხდის საქართველოს ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“. 

აშშ–ის საელჩომ ასევე განაცხადა, რომ აშშ–ის არმია ევროპაში „აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც აგრეთვე გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნაში, რომლებიც გადიან ოთხკვირიან წვრთნებს ჰოჰენფელცში, გერმანიაში, ავღანეთში მისიის დაწყებამდე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button