
საქართველომ საბავშვო ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა
საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ქართველ გოგონათა ჯგუფი ერევნის საკონცერტო დარბაზში. ფოტო: ელკე როელსი (EBU).
საქართველომ უკვე მეორედ გაიმარჯვა საბავშვო ევროვიზიის კონკურსში, რომელიც 3 დეკემბერს ერევანში გაიმართა.
ხუთი გოგონასგან შემდგარმა ჯგუფმა "CANDY" კონკურში 108 ქულით გაიმარჯვა სიმღერით "Candy Music"; მეორე ადგილზე ჰოლანდიის წარმომადგენელი გავიდა 103 ქულით; შემდეგ მოდის ბელარუსი და რუსეთი 99 ქულით თითოეული. პირველად ევროვიზიის კონკურსში საქართველომ 2008 წელს გაიმარჯვა.
უფროსების ევროვიზიისგან განსხვავებით, რომლის ანალოგიც არის რვა წლის წინ დაარსებული საბავშვო ევროვიზია, მომავალი წლის კონკურსს მოგებული ქვეყანა არ უმასპინძლებს; მასპინძელი ქვეყანა კონკურსის წესით ირჩევა და მომავალ წელს ის ჰოლანდია იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)