ახალი ამბები
სოხუმში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
კადრი რუსული სახელმწიფო საინფორმაციო არხიდან, სადაც ჩანს სოხუმში 21 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული მანქანა.
დღეს დილით სოხუმში მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად 45 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც წარმოშობით ყაბარდო–ბალყარეთის რესპუბლიკიდან არის.
მისი მეუღლე, სოხუმის მკვიდრი, რომელიც იმავე მანქანაში იმყოფებოდა აფეთქების დროს, სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების მსხვერპლი, არსენ ბჟიკშიევი აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. რუსული საინფორმაციო ვებგვერდის „კავკაზსკი უზელ“–ის ინფორმაციით, მას აფხაზეთში მცირე ბიზნესი ჰქონდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)