
ახალი ამბები
სააკაშვილი მიესალმა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღწევას
პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა 27 ივნისს მმართველ პარტიასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეულ შეთანხმებას.
"პრეზიდენტი მიესალმება ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დასრულებას და იმედოვნებს, რომ აღნიშნული შეთანხმება საქართველოში მორიგი სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დამატებითი გარანტი გახდება", – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 28 ივნისს.
შეთანხმებას მმართველი პარტია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები და კიდევ რამდენიმე პარტია შეუერთდა. ექვსმა პარტიამ შეთანხმებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)