
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, თომას მელია სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში 14–15 ივნისს საქართველოს სტუმრობს.
თომას მელია, რომელიც თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრებს.
14 ივნისს, თომას მელია, რომელიც ამ პოსტზე 2010 წლის აგვისტოდან მსახურობს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით უსუფაშვილს შეხვდა. რესპუბლიკური პარტია იმ "ოპოზიციური რვიანის" წევრია, რომელიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ერთობლივად მუშაობს.
რესპუბლიკური პარტიის მიერ შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა 26 მაისს მიტინგის დარბევისას ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოძიებაზე საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხიც განიხილეს.
This post is also available in: English Русский