skip to content
ახალი ამბები

ვმო-ს თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი გადაიდო

2 ივნისს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე დაგეგმილი ქართულ–რუსული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შუამავალი მხარის, შვეიცარიის, თხოვნით გაურკვეველი დროით გადაიდო.

ამის შესახებ Сivil.ge-ს საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გადადების მიზეზი ტექნიკური საკითხების მოგვარებაა.

29-30 მაისს შვეიცარიის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიშელინ კალმი-რეის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე განხილულ იქნა ვმო–ში "რუსეთის ფედერაციის შესაძლო გაწევრიენების საკითხი,” იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსხური.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button