ახალი ამბები

ქართული პარტიის აქტივისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციას შეუერთდნენ

ქართული პარტიის ლიდერები და აქტივისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 

ქართული პარტიის ლიდერმა სოზარ სუბარმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 25 მაისი "ქართველი ხალხის მრისხანების დღე“ უნდა გახდეს სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად.

ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა განუცხადა მომიტინგეებს, რომ საქართველოს ბედი და მისი ბრძოლა "აქ“ არ გადაწყდება. "ის 25 მაისს ავლაბრის მოედანზე გადაწყდება“, – განაცხადა მან. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია სწორედ ამ მოედანთან ახლოს მდებარეობს.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ბევრად ცოტა ხალხია, ვიდრე 21 მაისს თავისუფლების მოედანზე იყო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button