ახალი ამბები

საქართველო კიდევ ხუთ ქვეყანას უმარტივებს სავიზო რეჟიმს

ალბანეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინის, მონტენეგროს და ერაყის მოქალაქეებს საქართველოში  შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ დასჭირდებათ ისევე, როგორც ამგვარი ცალმხრივი შეღავათით 70 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობდნენ აქამდე.  

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მესამე მოსმენით პარლამენტმა დღეს მიიღო.

საქართველოს ამ გადაწყვეტილების მოტივაციად დასახელებულია ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, ხოლო ოთხ ევროპულ ქვეყანასთან მიმართებაში ის გარემოება, რომ ისინი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან; ასევე ალბანეთი ნატო–ს წევრია, ხოლო ბოსნია და ჰერცოგოვინას და მონტენეგროს მიღებული აქვთ ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button