
ახალი ამბები
დევნილთა სამინისტროს გორში გადატანა იგეგმება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქალაქ გორში გადატანა იგეგმება და ახალი შენობის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარი გამოიყოფა.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 8 აპრილს პარლამენტში 2011 წლის ბიუჯეტში დეგეგმილი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, დევნილთა უწყებას წელს დაგეგმილი 30.3 მლნ ლარიდან დაფინანსება 40.7 მლნ ლარამდე გაეზრდება. ბაინდურაშვილის თქმით, დამატებითი დაფინანსების ნაწილი დევნილთა სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ამ უწყებისათვის დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.
This post is also available in: English Русский