skip to content
ახალი ამბები

კონგოში მომხდარ ავიაკატასტროფას საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, კინშასაში 4 აპრილს ავიაკომპანია "აირზენა–საქართველოს ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასროფის შედეგად ეკიპაჟის წევრი საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიღუპა. თვითმფრინავი გაეროს მისიას ემსახურებოდა.

გაერომ განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. ავიაკატასტროფა, სავარაუდოდ, რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.

"აირზენას“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ CRJ -100 ტიპის თვითმფრინავმა ბოლო ტექნიკური დათვალიერება 2010 წლის 22 დეკემბერს გაიარა და მას ტექნიკური პრობლემები არ აღმოაჩნდა.

CRJ -100 ტიპის სამი თვითმფრინავი "აირზენას“ ავიაპარკს 2007 წლის სექტემბერში შეემატა.

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 29 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, კატასტროფა ძლიერ წვიმაში ასაფრენ ბილიკზე დაშვების დროს განიცადა. ხუთის გარდა ყველა მგზავრი გაეროში მუშაობდა.

ეკიპაჟის დაღუპული წევრები არიან: სულიკო ცუცქირიძე, ალბერტ მანუკოვი, გურამ კეპულაძე და ეკიპაჟის კაპიტანი ალექსი ოგანესიანი.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button