skip to content
ახალი ამბები

თბილისი გმობს ხოდორკოვსკის განაჩენს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ რუსულმა სასამართლომ ბიზნესმენ მიხეილ ხადარკოვსკის საქმეზე გამოიტანა სამართლის "დაცინვაა“.

"ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის დამოკიდებულება, რომელიც რუსეთის სასამართლოს სამართლის მიმართ გააჩნია, ეს არის დაცივნა, უსამართლობა და ყველა სამართლებრივი ნორმის დარღვევა,“ – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელიც პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 28 დეკემბერს გაახმოვანა.

"ეს არის იმის ნათელი მაგალითი და ნიმუში, როგორი მეთოდებით დევნის რუსეთის ხელისუფლება მიხეილ ხადარკოვსკის მსგავს ადამიანებს, ასეთი სახე აქვს დღევანდელ რუსულ სამართალს,“ – განაცხადა მან.

სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხოდორკოვსკიც ახსენა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ წამოწეულ ბოლო მთავარ თემაზე – რესურსებზე დამოკიდებული რუსეთის ეკონომიკის მოდერნიზაციაზე ისაუბრა.

"მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე არ არის მდგრადი. არ უნდა გქონდეს შენი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და განვითარების იმედი მაშინ, როდესაც შენს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს, მიხეილ ხოდორკოვსკის მსგავსად, გულაგში აგზავნი,“ – განაცხადა მან.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button